ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 5-11 აპრილი

5-იდან 11 აპრილამდე მთვარე იკლებს. ეს პერიოდი შეიძლება რთული იყოს. სავარაუდოდ, ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ და არაფრის კეთების სურვილი დაგეუფლებათ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, დარჩით სახლში და ეს პერიოდი დასასვენებლად გამოიყენეთ.

 

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა სიყვარულის ქსელში გაეხვიონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფრთხილად იყოთ, რადგან ძალიან მალე აღტაცებას და თაყვანისცემას ეჭვიანობა შეცვლის.  სამსახურში შეიძლება გაუგებრობა გქონდეთ ხელმძღვანელობასთან. უფროსი იფიქრებს, რომ ყველაფერში თქვენ ხართ დამნაშავე. სახლში, პირიქით, ნანატრი მყუდროება და სიმშვიდე სუფევს. არსებული ვითარების გასამყარებლად შაბათ-კვირა მთელმა ოჯახმა ქალაქგარეთ გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

კურო

დასვენებისა და სიმშვიდისთვის დრო არ გაქვთ. ამდენი შრომა, ამდენი გეგმა და ახალი მიღწევები! ფინანსურ საკითხებში ახლა ფრთხილად იყავით: შეიძლება მოგატყუონ. წვრილმანებიც კი უსიამოვნოა. ოჯახურ ურთიერთობებში  შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. თქვენი განვითარებული ინტუიცია დაგეხმარებათ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლაში. 10 და 11 აპრილს შეიძლება საინტერესო შემოთავაზება გქონდეთ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ტყუპი

თქვენმა წინააღმდეგობრივმა ხასიათმა შეიძლება ამ პერიოდში  ყველა გეგმა გააფუჭოს. გართულებების თავიდან ასაცილებლად სერიოზულად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ. მოულოდნელი მოგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. ამ კვირაში  ნებისმიერი მოგზაურობა ხელსაყრელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სამუშაოს არ უკავშირდება.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 11.

 

კირჩხიბი

თქვენს ოჯახში ნამდვილი იდილია სუფევს. ისიამოვნეთ ამ მდგომარეობით. ფინანსურ სექტორში მცირე წარმატებაა მოსალოდნელი. ახლა სასურველია დიდი შესყიდვებისგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით კრედიტით. უმჯობესია ცოტა ხნით დაივიწყოთ მნიშვნელოვან შესყიდვებზე ფიქრი და ფულის დაზოგვა დაიწყოთ. ფრთხილად იყავით ტექნიკასთან მუშაობის დროს. თქვენს ხანდაზმულ ახლობლებს შეიძლება პრობლემები ჰქონდეთ, მაგრამ  მშვიდად იყავით, ყველაფერი კარგად დასრულდება.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ლომი

ამ კვირაში წვრილმანებიც კი გაღიზიანებთ. ბუნებრივია, ამის საფუძველზე შეიძლება ახლობლებთან ურთიერთობა დაირღვეს. უმჯობესია დრო მარტომ გაატაროთ, რათა დაწყნარდეთ და საკუთარ თავს პრობლემები არ შეუქმნათ. შეეცადეთ არავის არაფერი დაუმტკიცოთ, ეს გადაგარჩენთ მრავალი საზრუნავისა და იმედგაცრუებისგან.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ქალწული

ფინანსური მდგომარეობა ნელა, მაგრამ საგრძნობლად უმჯობესდება. სავარაუდოდ, შეძლებთ ახალი კონტაქტების დამყარებას ბიზნესპარტნიორებთან, მაგრამ საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს შრომაზე იქნება დამოკიდებული. ამ კვირაში რეკომენდებული არ არის იმიჯის რადიკალურად შეცვლა. უმჯობესია თქვენი შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 11.

 

სასწორი

ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები გქონდეთ. სიტუაციას ფილოსოფიურად მიუდექით. საკმაოდ მალე შანსი გექნებათ, რომ უფრო მეტი გამოიმუშაოთ და დანახარჯები აინზაღაუროთ. ვარსკვლავები დასვენების მსურველებს აფრთხილებენ არ იჩქარონ, რადგან დიდია დააავადებების გამწვავების რისკი. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, პრევენცია საუკეთესო ტაქტიკაა, რომ მომავალში სამედიცინო დაწესებულებებში სიარული არ მოგიწიოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მორიელი

წინ რომანტიკული კვირა გელოდებათ. მეუღლესთან ურთიერთობისას სრული იდილია გელით. თავს ბედნიერად იგრძნობთ, კონფლიქტი ჩაცხრება. მარტოხელა მორიელები ყურადღების ცენტრში იქნებიან. იყავით გამორჩეული, მაგრამ გრძნობების მორევში თავით არ გადაეშვათ. ამ კვირაში სასურველია გასეირნება, მცირე მოგზაურობა, საინტერესო ექსკურსია – უბრალოდ,  სახლში ნუ დაჯდებით.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მშვილდოსანი

საუკეთესო  პერიოდია გონების დამშვიდებისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის.  მცირე ემოციურ შოკს შეიძლება კვირის პირველი ნახევრის განმავლობაში ელოდოთ. მზად იყავით, რომ თქვენი მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ, მაგრამ ამის შემდეგ ბედისგან სასიამოვნო სიურპრიზების იმედი უნდა გქონდეთ. არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ თქვენს გარშემომყოფებს გვერდში დგომისთვის.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

ამ პერიოდში  შეიძლება სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ. საშუალება არ მისცეთ, რომ მოგატყუონ. ეს პერიოდი უფრო შესაფერისია რუტინული სამუშაოსთვის, ვიდრე შემოქმედებითი პროცესისთვის.  სამსახურში შესაძლებელია ჭორაობა და ინტრიგები – არ დაკარგოთ მოთმინება. გამოააშკარავეთ მტრები, როგორც კი მათ არსებობას შეიტყობთ. ბავშვებთან იყავით უფრო მომთმენები და ტაქტიანები, საყვარელ ადამიანთან კი მეტი სითბო გამოიჩინეთ. შეეცადეთ ახლობელ ადამიანებს უფრო მეტი დადებითი ემოცია აჩუქოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მერწყული

მთელი თქვენი ყურადღება ახლა სამუშაოზე უნდა იყოს ორიენტირებული. იყავით შრომისმოყვარე მორალური და მატერიალური პრემიის მისაღებად. ამ დღეებში რეკომენდებული არ არის ავეჯის გადატანა და მისთვის ადგილის შეცვლა, მაგრამ ძველ ნივთებს ჩვეულებრივი გაწმენდა და გადარჩევა არ დააზარალებს. სულიერი საქმიანობა და რომანტიკული ურთიერთობები ძალიან შედეგიანი იქნება. შესაძლებელია საინტერესო შეხვედრა ან  პაემანი.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თევზები

მთელი თქვენი ძალა და ენერგია ახლა საყვარელი ადამიანების დასახმარებლად იქნება მიმართული.  აზრი არ აქვს რაიმეს დაგეგმვას, მაინც ყველაფერი აირევა.  შეეცადეთ თანხა ეკონომიურად დახარჯოთ.  შაბათ-კვირას წადით აგარაკზე, თუ ამის საშუალება გაქვთ და სულიერად დაისვენეთ!

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close