მედიცინამსოფლიო

გაფუჭებულია 15 მლნ დოზა ვაქცინა – შეცდომა JOHNSON & JOHNSON-ის ქარხანაში

კომპანია Johnson & Johnson-ის ბალტიმორში (მერილენდის შტატი) მდებარე ქარხანაში კოვიდ-ვაქცინის ინგრედიენტების შერევისას შეცდომა მოხდა, რის გამოც 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა, იუწყება გაზეთი New York Times.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში აღიარეს, რომ შეცდომა ადამიანური ფაქტორით იყო გამოწვეული.

„ხარისხის კონტროლის პროცესში აღმოჩნდა პრეპარატის ერთი პარტია, რომელიც არ შეესაბამებოდა სტანდარტებს… აღნიშნული პარტია ამპულებში აღარ ჩამოსხმულა, ის წარმოების ფინალურ სტადიამდე აღარ მისულა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამ დროისათვის ქარხანაში სურსათისა და მედიკამენტების ხარისხისა და სანიტარიული კონტროლის სააგენტო (FDA) შემოწმებას ატარებს.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინის ის დოზები, რომლებიც ახლა გამოიყენება, ნიდერლანდებშია დამზადებული, ამიტომ ამერიკულ ქარხანაში მომხდარს პრობლემები არ შეუქმნია ვაქცინაციის პროცესისთვის, თუმცა ეს შეცდომა აშშ-ში ვაქცინის მიწოდებებს შეაფერხებს.

ამასთან, ინციდენტი მტკივნეულად აისახება კომპანია Johnson & Johnson-ის რეპუტაციაზე, რომლის პრეპარატიც მხოლოდ ერთ ინიექციას ითვალისწინებს და რომელსაც ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპები უნდა დაეჩქარებინა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close