იტალიაპოლიტიკა

იტალიაში ჯანდაცვის მუშაკებისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდა

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდა.

იტალიის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის, ფარმაცევტები, ვალდებულნი არიან აცრა ჩაიტარონ, ხოლო ვინც უარს იტყვის, შესაძლოა, წლის ბოლომდე მუშაობის უფლება შეუჩერდეს.

„აღნიშნული ზომის მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე ისინი, ვინც იმ გარემოში იმყოფება, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია“, – ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

30 მარტს იტალიის პრემიერ-მინისტრმა, 73 წლის მარიო დრაგიმ და მისმა ასევე 73 წლის მეუღლემ, მარია სერენელა კაპელომ შვედურ-ბრიტანული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი აცრა ჩაიტარეს რომის სადგურ ტერმინის ვაქცინაციის ცენტრში.

„ანსას“ ინფორმაციით, 31 მარტის 14:50 სთ-ისთვის ქვეყანაში უკვე გაკეთებული იყო 10 მლნ-ზე მეტი (10 018 265) დოზა ვაქცინა – „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“.

ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას თქმით, ქვეყანამ ვაქცინაციის ტემპი უნდა დააჩქაროს, რათა რაც შეიძლება მალე შეძლოს ნორმალური ცხოვრების რეჟიმზე დაბრუნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close