fbpx
სპორტი

საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი დასრულდა – ავტოგოლი და ფრე

რამდენიმე წუთის წინ თესალონიკში ფრედ დასრულდა 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის.

საქართველოს კარში ავტოგოლი 76-ე წუთზე გაიტანა ოთარ კაკაბაძემ – მას ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაეჭრა, ხოლო 2 წუთის შემდეგ, 78-ე წუთზე საბერძნეთის კარი ხვიჩა კვარაცხელიამ დალაშქრა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საქართველომ შესარჩევ ტურნიში უკვე სამი მატჩი ჩაატარა და დღეს პირველი ქულა აიღო, რადგან წინა ორ შეხვედრაში, სტუმრად შვედეთთან და თბილისში – ესპანეთთან, დამარცხდა.

საბერძნეთს კი 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ორივე ფრედ დასრულდა – ესპანეთთან და საქართველოსთან, შესაბამისად, ამ დროისთვის მას 2 ქულა აქვს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close