fbpx
ქართველები უცხოეთში

საბუთები არ ჰქონდა და შვილიშვილები 18 წელი არ უნახავს – ათენში ქართველი ქალი კოვიდით გარდაიცვალა

საბერძნეთში კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა, ის ემიგრაციაში 18 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, მზია ჩხაიძე კორონავირუსმა იმსხვერპლა.

„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში მზია ჩხაიძე. 18 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში და ენატრებოდა ოჯახი და საქართველო, არ ეღირსა მის მიწაზე ფეხის დადგმა. საბუთები არ ჰქონდა და არ უნახავს სამი შვილიშვილი (აქედან უფროსი 18 წლის).

კორონამ იმსხვერპლა, 12 დღე მართვით სუნთქვაზე აპარატზე იყო შეერთებული… სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილესი ქალბატონი, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე…

შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ – ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი, გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო. ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.

შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს შოთო სიხარულიძე.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close