მედიცინაnews

ASTRAZENECA-ს ვაქცინას დასახელება შეუცვალეს და VAXZEVRIA დაარქვეს

AstraZeneca-ს Covid-საწინააღმდეგო ვაქცინას სახელი შეუცვალეს და Vaxzevria დაარქვეს. ცვლილება ევროპის წამლის სააგენტომ 25 მარტს დაამტკიცა ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული ჯგუფის ოფიციალური მიმართვის შემდეგ.

ამის შესახებ ინფორმაცია წამლის ევროპული სააგენტოს – EMA-ს საიტზეა მოცემული. აქვეა ვაქცინის განახლებული ბუკლეტი.

აღსანიშნავია, რომ Vaxzevria-ს (ყოფილი „ასტრაზენეკას“) ვაქცინის გვერდით მოვლენებს თრომბოზის ძალზე იშვიათი შემთხვევები დაემატა.

აღნიშნულია, რომ სახელწოდების შეცვლა პრეპარატის შემადგენლობის არანაირ ცვლილებას არ უკავშირდება, თუმცა სამედიცინო პერსონალმა უნდა იცოდეს ახალი დასახელების შესახებ, რადგან პრეპარატის გარეგნული სახე, მარკირება და შეფუთვა სხვაგვარი იქნება.

ვაქცინის სახელწოდების შეცვლა მოხდა იმ ფონზე, რომ რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა ვაქცინის გამოყენებაზე გვერდითი მოვლენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების გამო.

29 მარტს კანადამ შეწყვიტა AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წლამდე ასაკის ადამიანების აცრა თრომბების წარმოქმნის საფრთხის გამო.

უფრო ადრე, 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ  AstraZeneca-მ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 76%-მდე შეამცირა. ამასთან, 18 მარტს ЕМА-ში განაცხადეს, რომ „ატრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ქვეყნების უმეტესობამ ამ პრეპარატის გამოყენება ისევ განაახლა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close