fbpx
საქართველო

ქალაქი გიგანტური მეწყრის ჩამოწოლის მოლოდინში (ვიდეო)

თბილისის მერიამ მოძრავ ფერდობზე, სადაც დაახლოებით 18-მეტრიანი ნაპრალია, გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველი ვერ ხდება. ფერდობი მოძრავია, მიწის ჩამოწოლის საფრთხე კი – რეალური.

ახლად შექმნილი საფრთხის გამო მოსახლეობის ნაწილი სახლებს უკვე საკუთარი ინიციატივით ტოვებს.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ, „მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა“.

ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე 5 სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზებით, მიწისძვრისა ან უხვი ნალექის შემთხვევაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ვიბრაციის გამოც) ფერდობზე ჩამოიშლება დაახლოებით 500 ტონა მიწა, რაც ამ ტერიტორიის ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close