fbpx
საქართველოსპორტი

მორის ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

27 მარტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ქართველი მოციგურავის, ალინა ურუშაძის მიერ მოპოვებული ოლიმპიური საგზურის შემდეგ იმავე დღეს „გლობალ არენაზე“ საქართველოსთვის მეორე ოლიმპიური საგზური მოიპოვა მორის ყვითელაშვილმა. იგი ორი პროგრამის ჯამური 231,81 ქულით 18 ქვეყნის იმ 23 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით 26 ქვეყნის 33 სპორტსმენს შორის ოლიმპიური საგზურების მფლობელები გახდნენ.

მორისმა საკმაოდ შედეგიანად იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში, სადაც სამი ურთულესი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და, ფაქტობრივად, საბოლოოდ გადაწყვიტა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საგზურის მოპოვების ბედი და საკმაოდ დაძაბული ასპარეზობის პირობებში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

მამაკაცთა კატეგორიაში ევროპული ქვეყნების სალიცენზიო ნუსხაში საქართველო რუსეთის, საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ მე-4 პოზიციაზეა და ეს იმის ფონზე, როცა ისეთმა რეიტინგულმა ქვეყნებმა, როგორიცაა: გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი ვერ შეძლეს ვერცერთი ლიცენზიის აღება და დარჩენილი სალიცენზიო კვოტისთვის ბრძოლა სექტემბერში ობერზდორფში მოუწევთ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close