ტექნოლოგიებიnews

ნიუ-იორკმა პირველი ამერიკული „ვაქცინაციის პასპორტი“ გამოუშვა

ნიუ-იორკმა პირველი ამერიკული „ვაქცინაციის პასპორტი“ გამოუშვა. ეს არის დანართი Excelsior Pass, რომელიც აჩვენებს, ხართ თუ არა აცრილი კოვიდზე ან ტესტის პასუხი უარყოფითი იყო თუ არა.

აპლიკაციის საშუალებით, QR კოდის მეშვეობით, რომლის დასკანირება ადვილია, შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება – სპორტული თამაშებიდან დაწყებული, გასართობ ღონისძიებებამდე.

სისტემა აგებულია IBM პლატფორმაზე, თუმცა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ არც IBM-ისთვის და არც იმ კომპანიისთვის, რომელიც მის სკანირებას ახდენს, ხელმისაწვდომი არ იქნება ინფორმაცია იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც აპლიკაციას იყენებს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი „ვაქცინაციის პასპორტის“ დანერგვას ზაფხულისთვის აპირებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close