newsსპორტი

ალინა ურუშაძე ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია (ვიდეო)

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ციგურაობაში, სადაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდება.

საქართველოს სახელით მოასპარეზე 17 წლის ალინა ურუშაძემ ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეძლო. ალინამ მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა მიიღო, 32.36 – ტექნიკური ელემენტებისთვის, +27.53 – პროგრამული კომპონენტებისთვის და საბოლოო ჯამში მე-18 შედეგი აჩვენა, ფინალში გასასვლელად კი 24 საუკეთესოში მოხვედრა იყო საჭირო.

მოკლე პროგრამისთვის ალინამ  ესპანური კომპოზიციის, Asturias-ს მელოდია შეარჩია. მოციგურავემ გამოსვლისას შეასრულა კასკადი – სამმაგი „ფლიპი“ + სამმაგი „ტულუპი“, ორმაგი „აქსელი“ და პროგრამა რთული სამმაგი „ლუტცით“ დაასრულა.

ქალთა შეჯიბრის ფინალი ხვალ, 26 მარტს გაიმართება.

ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ალინა ურუშაძის გარდა საქართველოს სახელით წყვილთა თანრიგში ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი გამოდიან, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში კი – მორის ყვითელაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close