fbpx
მსოფლიოnews

ევროპის ყველაზე დიდი სტადიონი „კამპ ნოუ“ ვაქცინაციის ცენტრად გადაიქცევა

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონი ვაქცინაციის ცენტრად გადაიქცევა.

კატალონიური კლუბის ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და კატალონიის ჯანდაცვის მინისტრმა ალბა ვერხესმა მიაღწიეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს რაც შეიძლება მოკლე დროში მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია, რისთვისაც ყოველკვირეულად 500 000 ადამიანის აცრაა საჭირო.

„ბარსელონას“ სტადიონი „კამპ ნოუ“ ევროპის ყველაზე დიდი არენაა და 99 354 მაყურებელს იტევს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 3 234 319 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 73 744 ადამიანი გარდაიცვალა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close