ქართველები უცხოეთშიnews

სოფო შევარდნაძე დედა გახდა

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, 42 წლის სოფო შევარდნაძე თავის პირველ შვილს რომ ელოდებოდა, ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი თებერვლის ბოლოს გახდა, როდესაც ტელეწამყვანმა Clubhouse-ში საუბრისას თქვა, რომ ფეხმძიმედ იყო, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

გუშინ კი, 23 მარტს ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფიკო შევარდნაძე დედა გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„სოფიკო შევარდნაძეს ბიჭუნა გაუჩნდა. სახელი – ანდრია. 3,3 კგ, 52 სმ. ვულოცავთ“, – დაწერა ქსენია სობჩაკმა Telegram-ში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

თავად ახალბედა დედას სამშობიარო სახლიდან სოცქსელში ფოტო არ გამოუქვეყნებია. უცნობია ბავშვის მამის ვინაობაც.

ზოგადად, სოფო შევარდნაძეს საკუთარი პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს. ტელეწამყვანს არაერთხელ უთქვამს, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს 2 ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც პაპამისი და მამამისი არიან.

სოფო 21 წლის იყო, როცა რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან ნიშნობა გააუქმა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე.

მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მამაკაცთან რომანს მიაწერდნენ, მათ შორის, მსახიობ ალექსეი ჩადოვთან, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილა.

სოფო მოსკოვში ცხოვრობს, სადაც წარმატებული კარიერა აქვს, როგორც ჟურნალისტს და ტელეწამყვანს.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close