ქართველები უცხოეთში

სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, 42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „სპლეტნიკ რუ“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ახალი ამბავი სოფიკო შევარდნაძემ Clubhouse-ის მოდურ დანართში საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. 

ცნობილ ტელეწამყვანს თავისი პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის ინსტაგრამზეც არ დაუწერია.

სოფიკო შევარდნაძეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მამაკაცთან რომანს მიაწერდნენ, მათ შორის, მსახიობ ალექსეი ჩადოვთან, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილა. იგი 21 წლის ასაკში აპირებდა გათხოვებას, მაგრამ შემდეგ ნიშნობა გააუქმა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს 2 ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც პაპამისი და მამამისი არიან.

სოფიკო შევარდნაძის მამა, საქართველოს მეორე პრეზიდენტის ვაჟი პაატა შევარდნაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგიური და ფილოსოფიური კვლევების ავტორი, დიპლომატი, 20 წლის განმავლობაში მუშაობდა იუნესკოში.

თავად სოფიკო შევარდნაძე მოსკოვში ცხოვრობს, სადაც წარმატებული კარიერა აქვს, როგორც ჟურნალისტს და ტელეწამყვანს.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close