ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 22-28 თებერვალი

22-იდან 26 თებერვლამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს საუკეთესო დროა ნებისმიერი წამოწყებისთვის. თუ გაქვთ მიზნები და უკვე დასახული გეგმები, შემდეგისთვის ნუ გადადებთ. ვარსკვლავების განლაგებით, სწორედ ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ ბიზნესი, რომელიც კარგ ფინანსურ დივიდენდებს მოგიტანთ.

27 თებერვალს სავსე მთვარეა. ამ დღეს მინიმუმამდე შეამცირეთ ნებისმიერი კომუნიკაცია, განსაკუთრებით უარყოფითი, რადგან თუ ვინმესთან ურთიერთობას დაიწყებთ, იგრძნობთ, რომ ძალა გეცლებათ. ჯობია ეს დღე სახლში გაატაროთ.

28 თებერვალს მთვარე კლებადია. ენდეთ ბედს. რაც არ უნდა მოხდეს, ნუ ეცდებით ხელის შეშლას და ნუ დაითრგუნებით. ვიღაცამ „ზემოთ“ უკვე გადაწყვიტა, რა არის თქვენთვის უკეთესი.

 

ვერძი

უმჯობესია, რომ ამ კვირაში არაფერი გადადოთ. ფინანსური კუთხით ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგია თქვენი პირადი ურთიერთობა პარტნიორთან. შეძლებთ მრავალი ორაზროვანი სიტუაციის დალაგებას, გამოჩნდება მოქმედების მკაფიო გეგმა. შანსი მოგეცემათ აღადგინოთ ურთიერთობა, რომლის დასრულებაც ინანეთ.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კურო

ეს კვირა ხელსაყრელია მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად, მათ შორის ფინანსური საკითხებიც მოიაზრება. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობა უპრობლემო იქნება, რასაც ვერ ვიტყვით ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაზე. მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის. კვირა კარგად ჩაივლის, თუ ყველაფერს რეალისტურად შეაფასებთ.

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ტყუპი

ამ კვირაში სასიამოვნო მოვლენები გელით. ინტუიცია მიგანიშნებთ, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან უსიამოვნო მომენტები. ეს პერიოდი კარგი დროა შემოქმედებისთვის. არაჩვეულებრივი იდეები გაჩნდება. შეხვდებით და გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. წარმატებით გადაწყვეტთ ფინანსურ საკითხებს.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კირჩხიბი

ეს კვირა ძალიან დატვირთული და სასიამოვნო იქნება. წინ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ. მოიძებნება გარკვეული პროგრამა თქვენი ცოდნისა და ნიჭის უფრო მეტად გამოსავლენად. ზოგიერთი საქმის გადადება მოგიწევთ, რათა ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, რადგან სავარაუდოა სიურპრიზები, უცნაური ინციდენტები, გასაკვირი დამთხვევები.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ლომი

ეს კვირა ძალიან ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად, ის ბევრ რთულ შემთხვევაში წარმატების მიღწევის შანსს მოგცემთ. რაც უფრო სერიოზულია დაბრკოლებები გზაზე, მით უფრო დიდი ენთუზიაზმით დაძლევთ მათ. ჯობს დიდხანს არ გადადოთ არაფერი. ოჯახში ყველაფერი სტაბილურადაა, იფიქრეთ დასვენებაზე.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

ამ კვირაში ბევრი რამ შესაძლებელი გახდება. ძალიან კარგი პერიოდია ექსპერიმენტებისთვის, მიზნისკენ მიმავალი ახალი გზების ძიებისთვის. ფინანსების დაგროვება მომავალი მიღწევებისთვის დიდად წაგადგებათ. შეიძლება წარმატებას მიაღწიოთ იქ, სადაც სერიოზულად არავის სჯეროდა ამის.

სასიკეთო დღეები: 23, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მეტად წარმატებული და ნაყოფიერი კვირაა. შესანიშნავი პერიოდია, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობიკენ შეცვლოთ ყოველგვარი აურზაურისა და სიჩქარის გარეშე. რაც უფრო მალე გადაწყვეტთ, რა არის თქვენი მიზანი, მით უფრო ადვილი იქნება წინსვლა. შესაძლებელია სწორედ ახლა გაიხსნას ის შესაძლებლობები, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ. იმოქმედეთ მტკიცედ და შეუპოვრად.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მორიელი

შეეცადეთ არ აღელდეთ და პროვოკაციას არ წამოეგოთ. სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ არის, თუმცა საქმეზე კონცენტრირება დაგეხმარებათ. ამ კვირაში საინტერესო წინადადებებს შემოგთავაზებენ. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება თქვენი კარიერის ახალი ეტაპის დასაწყისი იყოს. განსაკუთრებით კარგი პერიოდია იმ მორიელებისთვის, რომლებიც გარკვეული ცვლილების შეტანას აპირებენ პირად ცხოვრებაში. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მშვილდოსანი

კვირის დასაწყისი კარგი დროა საქმიანი და პირადი კონტაქტების დამყარებისა და განმტკიცებისთვის. შეძლებთ ბევრზე მოახდინოთ შთაბეჭდილება, აჩვენოთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები. შეიძლება ამ კვირაში უფრო მეტი დავალება და საზრუნავი გქონდეთ, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მოსალოდნელია აგიხდეთ ოცნება, რომელიც დიდი ხანია თქვენს ფიქრებში დომინირებს. შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თხის რქა

არაჩვეულებრივი კვირაა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ეს კვირა მოგიტანთ ახალ იდეებსა და გეგმებს, საშუალებას მოგცემთ რეალურ ჭრილში დაინახოთ ყველაფერი, რაზეც უკვე დიდი ძალისხმევა დახარჯეთ. ოჯახში მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, ყველასთვის მნიშვნელოვანი, ნანატრი სიახლეები.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მერწყული

ეს კვირა შანსს მოგცემთ მოაწესრიგოთ ისეთი საქმეები, რომლებიც ძალიან დამაბნეველი ჩანდა და იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებმაც თქვენ და თქვენი ახლობლები გაგაწვალეს. ბიზნესპარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებები და თანამშრომლობის სხვადასხვა ვარიანტის განხილვა დადებით შედეგებს მოიტანს. დარწმუნებული იქნებით, რომ სამომავლო გეგმებს წარმატებით განახორციელებთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თევზები

ეს კვირა მოკლებული არ არის დაძაბულ მომენტებს, მაგრამ მაინც საკმაოდ წარმატებულია. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, რა რთული ვითარებაც არ უნდა იყოს. ახლა, როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ ძალების მობილიზება, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. გარშემომყოფებისგან დიდ პატივისცემას და თანადგომას იგრძნობთ და ეს განწყობას აგიმაღლებთ.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close