მედიცინა

რამდენიმე წელიწადში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა გვექნება – PFIZER-BIONTECH-ის ვაქცინის შემქმნელები

„ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები“, – ამის შესახებ ოზლემ თურეჯი აცხადებს, რომელმაც მეუღლესთან, კომპანია BioNTech-ის დამაარსებელ და გენერალურ დირექტორ უღურ შაჰინთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (ე. წ. ფაიზერ-ბიონტექის ვაქცინა) პირველმა შექმნა.

უცხოური მედია წერს, რომ პანდემიის პირობებში BioNTech-ის რესურსები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, კომპანიას უკვე აქვს საჭირო სახსრები, რათა ახალი შემართებით დაუბრუნდეს თავდაპირველ მიზანს – კიბოს საწინააღმდეგო საშუალების შექმნას.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის ვაქცინა“ ინფორმაციულ რნმ-ზე, იგივე mRNA-ზე დაფუძნებული საშუალებაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იმუნურ სისტემაზე მოქმედების იმავე პრინციპის გამოყენება შესაძლებელია კიბოსთან საბრძოლველადაც.

როგორც ოზლემ თურეჯი ამბობს, უკვე არსებობს ექსპერიმენტული ვაქცინა, თუმცა „ამ ეტაპზე რაიმე შედეგის პროგნოზირება რთულია“.

„ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მოხმარებისთვის მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები“, – ამბობს ქალბატონი თურეჯი.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close