fbpx
ქართველები უცხოეთშიnewsკრიმინალი

თურქეთში თავდამსხმელებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები პაკისტანელი მამაკაცი კი დაჭრეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

არსებული ინფრომაციით,  თავდამსხმელები მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ორივეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, პაკისტანელი მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც თურქული მედია იუწყება, ხმაურზე მეზობლებმა სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თავდამსხმელებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს.

ამოღებულია თავდასხმის იარაღი – დანა, რომელიც ბოროტმოქმედებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდეს. დანაშაულის მოტივი უცნობია.

1tv.ge

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close