fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

„ჯგრებო, აქვე უნდა გაუარო, პატარა საქმე მააქ და მიგიყვანთ ყველასაო“ – მძღოლმა მგზავრები პირად საქმეზე წაიყვანა

გორში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა მოძრაობის მარშრუტი საკუთარი სურვილით შეცვალა და მგზავრები პირად საქმეზე წაიყვანა. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე წერს, ამ ფაქტმა მგზავრების აღშფოთება გამოიწვია.

ახალგაზრდა მამაკაცმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ეს ფაქტი 15 მარტს მოხდა.

„დიდი ისტორია არ არის და ძალიან რომ არ გავწელო, იმ მომენტს მოვყვები, როცა თბილისიდან ჩამოსული გაჩერებაზე ვიდექი, ცალფეხზე მდგომი, ჩაფუთნული და „მოჟამული“ სახით, საზოგადებრივi ტრანსპორტის მოლოდინში. ძველი მარშუტკები ახალ, თანამედროვე ავტობუსებს ჩაუნაცვლებია, ეს ფაქტი მომეწონა. ტრანსპორტის ნომრები და მოძრაობის მიმართულება ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა, ამიტომ ასვლისთანავე მძღოლს ვკითხე, კონკრეტულ ადგილას თუ გაივლიდა, სანამ მან გაიგო, მგზავრებმა დამიდასტურეს და მშვიდად დავჯექი კომფორტულ სავარძელზე. რომ გავიხედე, ფანჯრიდან აშკარად მიმართულება შეცვლილი ჰქონდა, მგზავრები „პანიკამ“ მოიცვა „გააჩერე, გააჩერე“ და გააჩერა… ლოგიკური კითხვა დაისვა ჩვენი მხრიდან, სად მიდიოდა და რატომ არ გაგვაფრთხილა, თუ მარშუტს ცვლიდა პასუხი – „ხოოო აიი ჯგრებო აქვე უნდა გაუარო პატარა საქმეე მააქ და მიგიყვანთ ყველასა-ო“ – წერს მოქალაქე.

გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2021 წლის თებერვლიდან ამუშავდა. 30 ავტობუსი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გორის მერიას გადასცეს. გორის მერიამ ავტობუსები ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს“ ჩააბარა. ტრანსპორტის სააგენტომ კი მძღოლები გამოცდების წესით შეარჩია.

qartli.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close