fbpx
ეკონომიკამოგზაურობა

EURONEWS: იაფი ცხოვრება, Wi-Fi და უსაფრთხოება – ციფრული მოგზაურები საქართველოში

Euronews-ი საქართველოს მზარდი ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე სტატიის ავტორი ქვეყანას დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის მიმზიდველ ადგილს უწოდებს, თუმცა ციფრული მოგზაურების ინტერესი მხოლოდ გემრიელი სამზარეულო, კულტურა და სილამაზე არ არის.

„აქ ცხოვრება ბევრად იაფია, ინტერნეტი კარგია და უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე მსოფლიოს უმეტეს ნაწილში“, – ამბობს 51 წლის კენდი ტრეფტი, ჯანდაცვის ყოფილი სპეციალისტი შეერთებული შტატებიდან.

ტრეფტი საქართველოში 2019 წელს ჩამოვიდა და ახლა თბილისის ძველ უბანში დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის საოფისე ფართი გახსნა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარება ჯერ კიდევ 2004 წელს, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაიყო და ამის მაგალითად ბათუმსა და მესტიას ასახელებს. 2019 წელს ქვეყანას 9 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ მეტია.

თუმცა, COVID-19-ის პანდემიამ ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის მშპ-ს 5%-ს შეადგენდა, დიდი დარტყმა მიაყენა. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკა 6%-ით შემცირდა და 100000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

დანაკარგების ანაზღაურების იმედით, საქართველოს მთავრობამ გასულ ზაფხულს დაიწყო პროგრამა დისტანციურად მომუშავეების მოზიდვისთვის, მიუხედავად COVID-19-ის წინააღმდეგ არსებული შეზღუდვებისა.

„პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორების მოზიდვას იმ ვითარებაში, როდესაც ტურისტების მასობრივად მოზიდვა შეუძლებელია“, – განუცხადა AFP-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თეა ჩანჩიბაძემ.

ეს სქემა 95 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც 2000 დოლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, მთავრობა 1 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს. ასევე, მათ უნდა წარადგინონ Covid-19-ის ტექსტზე უარყოფითი პასუხი, ან ვაქცინის მიღების მოწმობა.

ჩანჩიბაძის თქმით, პროგრამაში მონაწილეობისთვის დაახლოებით 2300-მა ადამიანმა შეიტანა განცხადება, მათგან 800-ზე მეტი კი უკვე ჩამოვიდა ქვეყანაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეპიდემია 2020 წლის ზაფხულის ბოლომდე კონტროლირებადი იყო, თუმცა სექტემბრიდან ვითარება გაუარესდა. თებერვლის ბოლოს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დაახლოებით 270 000-ს მიაღწია და  2500-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შეზღუდვების მიუხედავად, ენდრიუ ბრაუნი, 28 წლის კომპიუტერული დიზაინერი ნიუ-ჯერსიდან, ამბობს, რომ საქართველო „შესანიშნავი ადგილია სამოგზაუროდ, Covid-ის დროსაც კი“. ის მიიჩნევს, რომ ტრადიციული ტურისტებისგან განსხვავებით, 21-ე საუკუნეში კოვიდ-მოგზაურებს შეუძლიათ „უფრო მეტად გაიცნონ ის ქვეყნები და კულტურა“, სადაც ისინი მუშაობენ.

businessformula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close