კრიმინალისაქართველო

ზურაბ ჟვანიას შვილს გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის 3 წელი მიუსაჯეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა. განაჩენი 5 თებერვალს გამოცხადდა, თუმცა მედიისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

ბუსა ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მისჯილი 3 წლიდან ის საპატიმროში 1,5 წელს გაატარებს, დარჩენილი 1,5 წელი კი – პირობითი სასჯელია.

ამ საქმეზე ჟვანიას პროკურატურამ ბრალდება 3 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით, დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის, შემავალი ჭრილობები სახით გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე, ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირსა და ყურის ნიჟარაზე.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close