ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

პაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. იმნაძემ ვაქცინა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. კორონავირუსის ვაქცინა, პირველ რიგში, განკუთვნილია სწორედ სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის, ხოლო შემდეგ – რისკჯგუფში შემავალი სხვა პირებისთვის.

ვაქცინაცია დღეს თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება, ხოლო 17 მარტიდან, პრაქტიკულად, ყველა რაიონში განხორციელდება. როგორც აღინიშნა, ჯამში ვაქცინაცია 89 რაიონში ჩატარდება.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას ახლო მომავალში დაემატება „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელსაც საქართველო 22 მარტის კვირაში, 14 500 ადამიანის ასაცრელად მიიღებს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close