კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიტუაცია პარიზის რეგიონში უკიდურესად დაძაბულია და ხელისუფლება მზად არის, ახალ ზომებს მიმართოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომ ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.
„მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით დედაქალაქში მცხოვრებლებს, იყავით უკიდურესად ფრთხილად, ატარეთ პირბადე და დაიცავით სოციალური დისტანცია. ჩვენი მიზანია, შევამციროთ საავადმყოფო სისტემაზე ზეწოლა“, – განაცხადა კასტექსმა პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში ვიზიტისას.
საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ პირველად 26 ნოემბრის შემდეგ ოთხი ათასს გადააჭარბა, აქედან 1 100-მდე პაციენტი პარიზის რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობს.
ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში 4,9 მილიონმა მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, 2,2-მა მილიონმა კი უკვე ორი დოზა მიიღო.
1tv.ge
კომენტარები