რას არ გაიგებ/ფაქტები

კაცი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა, საკუთარ სახლთან ავტობუსმა გაიტანა

ისრაელელი მოგზაური როი სადანი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა, საკუთარი სახლის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

39 წლის მოგზაური ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც ის ავტობუსმა გაიტანა. როი სადანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა.

2007-2011 წლებში როი სადანმა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა და 42 ქვეყანაში 66 000 კილომეტრი გაიარა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close