იტალიაპოლიტიკა

იტალიაში ადგილობრივი არჩევნები შემოდგომამდე გადაიდო

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო იტალიაში ადგილობრივი არჩევნები შემოდგომამდე გადაიდო. გადაწყვეტილება 4 მარტს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა კენჭისყრა, რომელიც 15 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში უნდა გამართულიყო, 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება.

იტალიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება კალაბრიის რეგიონში (გასული წლის 15 ოქტომბერს რეგიონის პრეზიდენტის, იოლე სანტელის გარდაცვალების გამო) და იტალიის ათასზე მეტ ქალაქში, მათ შორის, რომში, მილანსა და ნეაპოლში.

მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ არჩევნების გადატანის გადაწყვეტილება აუცილებელი გახდა ადამიანთა მასობრივი თავმოყრის თავიდან აცილების, აგრეთვე, ყველა საარჩევნო პროცედურის მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

იტალიის ადგილობრივ არჩევნებში 20 მლნ-მდე ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close