ჯანმრთელობა

წუწუნა ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. რატომ? – ქართველი „ექიმი ჰაუსი“ განმარტავს (ვიდეო)

თურმე წუწუნის დროს ადამიანი საკუთარი ორგანიზმიდან სტრესს განდევნის, ხოლო ის, ვინც ამ წუწუნს ისმენს – სტრესს შეიწოვს. შესაბამისად, მოწუწუნე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მათ გარშემო მყოფები და ეს ფაქტია.

ამჯერად ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ამ ფაქტის შესახებ ისაუბრა და წუწუნა ადამიანების პარადოქსი ახსნა.

„ეს ფაქტია და დააკვირდით, რატომ: როცა ადამიანი წუწუნებს, ამ წუწუნის დროს მასში სტრესული ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობა იკლებს. წუწუნებს, წუწუნებს და ამ ჰორმონის ნაკლებობა მას სხეულში უმცირდება და ამიტომ ნაკლები სტრესი აქვს.

მაგრამ ვინც ისმენს მის წუწუნს, კორტიზოლი მკვეთრად ეზრდება. ამიტომაცაა, რომ წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები. ისინი სტრესისგან კვდებიან, ეს სიმართლეა“, – ამბობს ქართველი „ექიმი ჰაუსი“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close