ინდიელთა ბელადი JEEP-ს მოუწოდებს, აღარ გამოიყენონ მათი ტომის დასახელება
მარკა Jeep-ი ინდიელთა ტომის დასახელებას საკუთარ პროდუქციაზე 1974 წლიდან იყენებს, როდესაც საზოგადოებას პირველად წარუდგინა Jeep Cherokee.
ამერიკელი ინდიელების ტომის, ჩეროკის ბელადმა საავტომობილო მარკა Jeep-ს მოუწოდა, შეწყვიტოს ხალხის სახელწოდების გამოყენება მანქანების — Jeep Cherokee-სა და Jeep Grand Cherokee-ს დასახელებებში.
Chief of Cherokee Nation: Jeep is wrong to use our name Chuck Hoskin, Jr., principal chief of the Cherokee Nation, says Jeep should stop using the name “Cherokee” on the company’s SUVs. Jeep has been using the Cherokee name since 1974. https://t.co/arYmLaTwO5 #Video #USRC pic.twitter.com/OSbxNVT2qJ
— Top U.S. & World News🗽 (@USRealityCheck) February 22, 2021
როგორც ჩეროკის ბელადმა ჩაკ ჰოსკინ უმცროსმა ტელეარხ CNN-ის ეთერში განაცხადა, დადგა დრო, როცა აშშ-ის კორპორაციებმა და სპორტულმა გუნდებმა უარი უნდა თქვან მკვიდრი ამერიკელების „დასახელებების, გამოსახულებებისა და თილისმების“ გამოყენებაზე საკუთარ პროდუქციაში.
მისი თქმით, Jeep-ის მხრიდან მართებული არ არის ავტომობილების გასაყიდად ტომის დასახელების გამოყენება, ვინაიდან ეს ინდიელებს „პატივს არ სდებს“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას კეთილი ზრახვებით აკეთებენ, მაგრამ ჩვენ პატივს არ გვდებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სახელი ავტომობილის ბორტზეა გაკრული“, – განაცხადა ბელადმა.
ამაზე პასუხად Jeep-მა განაცხადა, რომ ავტომობილების დასახელებებს „დეტალურად არჩევენ და საგულდაგულოდ უფრთხილდებიან, რათა პატივი სცენ და განადიდონ ინდიელები მათი კეთილშობილების, სიმამაცისა და სიამაყის გამო“. ამასთან, კონცერნში აღნიშნეს, რომ მზად არიან ბელად ჩაკ ჰოსკინ-უმცროსთან დიალოგისთვის.
აღსანიშნავია, რომ „ჯიპი“ დასახელება „ჩეროკის“ თავისი ავტომობილებისთვის 1974 წლიდან იყენებს. სწორედ მაშინ წარმოადგინეს მათ პირველი „ჯიპ ჩეროკი“, ხოლო 1993 წელს უკვე „ჯიპ გრანდ ჩეროკი“ გამოუშვეს.
კომენტარები