fbpx
მიგრაცია

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება – რა სახის ხარჯი ექნებათ სამუშაოს მაძიებლებს

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ 16 თებერვლის მონაცემებით, სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა შეავსო 35 121-მა პირმა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველითაურმა გვითხრა, რომ თუკი კონკრეტული პირის დასაქმება გადაწყდება, სამუშაოს მაძიებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა ნომერი 100, პასპორტი, სამგზავრო ბილეთი ორივე გზაზე და PCR ტესტის გაკეთება. ველითაურის თანახამად, დასაქმების ხანგრძლივობაა კვირაში ხუთი-ექვსი დღე და რვა-ათი საათი დღეში, მინიმალური ხელფასი 9,50 ევრო საათში. ამ თანხას გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ, სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება.

დამსაქმებელი უზრუნველყოფსრომ სამუშაოსთან ახლოს იყოს ორგანიზებული საცხოვრებელი სამუშაოს მაძიებლისთვის ხელმისაწვდომ ფასადრა ეღირება საცხოვრებელიამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ვაკანსიაში იქნება მითითებული. დასაქმებული ასევე თვითონ ფარავს კვების ხარჯსრაც  შეეხება ადგილზე (გერმანიაშიჯანმრთელობის და საწარმოო შემთხვევებისგან დაზღვევასამ ხარჯს  გაიღებს თავად დამსაქმებელიდასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტები სამუშაოს მაძიებლებს წინასწარ აუცილებლად ეტყვიან იმას, საორიენტაციოდ რამდენი იქნება  ხარჯი და რამდენი – ხელფასი“.

გააგრძელე კითხვა აქ: https://www.radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close