რას არ გაიგებ/ფაქტები

ამერიკელმა ბიზნესმენმა თავის ძაღლს ანდერძით 5 მილიონი დაუტოვა (ვიდეო)

ბიზნესმენმა ნეშვილიდან (ტენესის შტატი) ბილ დორისმა თავის საყვარელ ძაღლს ანდერძით 5 მილიონი დოლარი დაუტოვა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ჩარლზ უილიამ „ბილ“ დორისი გასული წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 83 წლის იყო, უცოლო.

8 წლის ბორდერ-კოლის – ლულუს მეურვე გარდაცვლილი ბიზნესმენის მეგობარი ქალი მარტა ბერტონი იქნება, რომელსაც ლულუს ფონდიდან ხარჯებისთვის თანხა ყოველთვიურად გამოეყოფა.

რადგან საქმეების გამო ბიზნესმენი ხშირად მოგზაურობდა, თავის საყვარელ ძაღლს სწორედ მარტა ბერტონს უტოვებდა ხოლმე.

„მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, რა ვთქვა… მას უბრალოდ, ძალიან უყვარდა ძაღლი“, – უთხრა 88 წლის მარტამ ტელეარხს WTVF-ს.

მისი თქმით, იცის, რომ 5 მილიონის დახარჯვას ძაღლისთვის ვერ შეძლებს: „ვნახოთ, შევეცდები“, – თქვა მან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close