fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

კატალონიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეებმა გაიმარჯვეს

კატალონიის (დედაქალაქი – ბარსელონა) რეგიონული პარლამენტის არჩევნებში ესპანეთისგან რეგიონის გამოყოფის მომხრეებმა მოიპოვეს გამარჯვება. „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“ 33 მანდატს იღებენ.

პარტია „კატალონიასთან ერთად“, რომელსაც რეგიონის ყოფილი ლიდერი, 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ მიმალვაში მყოფი კარლეს პუჩდემონი უდგას სათავეში, 32 მანდატს აგროვებს. 135-ადგილიან პარლამენტში პარტიას „კანდიდატები ეროვნული ერთიანობისთვის“ 9 მანდატი ექნება. კატალონიის სოციალისტური პარტია, რომელიც ესპანეთის სამეფოს ერთიანობას უჭერს  მხარს, რეგიონულ პარლამენტში 33 მანდატს აგროვებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი იყო (53%).

გამოყოფის მომხრე ყველა პარტიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც ივალდებულეს, არ შევიდნენ სამთავრობო კოალიციაში სოციალისტებთან და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ მთავრობა. ამჟამინდელ არჩევნებს კატალონიის სეპარატისტული პარტიების გამოცდად მიიჩნევენ.

2017 წელს სეპარატისტებმა პუჩდემონის ხელმძღვანელობით რეფერენდუმი ჩაატარეს. 90%-მა რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. მადრიდმა არ ცნო რეფერენდუმის შედეგები, პუჩდემონზე ძებნაა გამოცხადებული. ცხრა ადამიანს გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯა, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close