fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიარტისტი

„ვნახე უცხოპლანეტელთა ხომალდი…“ – აჩიკო მეფარიძის სკანდალური აღიარება (ვიდეო)

აჩიკო მეფარიძემ საზოგადოებას მოულოდნელად გაუმხილა, რომ უცხოპლანეტელებთან ჰქონდა შეხება. 

მომღერალი აჩიკო მეფარიძე ირწმუნება, რომ ახალგაზრდობაში, ჯარში ყოფნის პერიოდში, საკუთარი თვალით აქვს ნანახი უცხოპლანეტელთა ხომალდი. როგორც გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობისას მეფარიძემ გაიხსენა, მსგავსი მფრინავი ობიექტი, რომელსაც ვერცხლისფერი ბურთის ფორმა ჰქონდა, ორი დღის განმავლობაში 57 დაითვალეს სადისპეტჩერო ცენტრში.

ირკვევა, რომ მომღერალი ჯარში ლატვიაში, კერძოდ, რიგაში მსახურობდა და მისი მოვალეობა იყო დახმარება აღმოეჩინა საჰაერო აეროდრომზე ავიაკატასტროფის დროს მასში მონაწილეებისათვის. „ყოველ მესამე დღეს მიწევდა მორიგეობა. ერთ-ერთ მორიგეობაზე სადისპეტჩეროდან გვითხრეს, რომ ჰაერში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ფიქსირდებოდა. გავემართეთ მისკენ ვერტმფრენით. მაშინ ვნახე ჩემი თვალით უცხოპლანეტელთა ხომალდი. მას ვერცხლისფერი ბურთის ფორმა ჰქონდა. ვუახლოვდებოდით და შემდეგ გადმოგვცეს, რომ მასში გავიარეთ“, – იხსენებს მომღერალი.

Arachveulebriv kompozitortan ertad😊❤️

Posted by Achiko Meparidze on ორშაბათი, 06 იანვარი, 2020

აჩიკო მეფარიძე საზოგადოებამ გაიცნო სიმღერით „მითხარი“. იგი პროფესიით ქირურგია და, როგორც ინტერვიუებში აღნიშნავს, 11 წელი იმუშავა საკუთარი პროფესიით, ასევე იყო ჯანდაცვის სამინისტროში აპარატის ხელმძღვანელი, შემდეგ დაიწყო წამლების საკუთარი ბიზნესი და გადაწყვიტა ემღერა – მიაკითხა კომპიზიტორ რუსა მორჩილაძეს, რომელმაც ორ დღეში დაუწერა სიმღერა „მითხარი“, რომელმაც შოუ-ბიზნესში გზა გაუხსნა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close