პოლიტიკასაბერძნეთი

მკაცრი ლოქდაუნი: რა სახის შეზღუდვები მოქმედებს დღეიდან, 11 თებერვლიდან ათენსა და ატიკის ოლქში

ატიკის ოლქსა და, მათ შორის, ქალაქ ათენში დღეიდან, 11 თებერვლიდან 28 თებერვლამდე ძალაში იქნება შემდეგი სახის შეზღუდვები:

  • ნიღბის ტარება სავალდებულოა როგორც გარეთ, ისე დახურულ სივრცეში.
  • იზღუდება გადაადგილება სამუშაო დღეებში საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – საღამოს 6 საათიდან დილის 5 საათამდე. დანარჩენ დროს გადაადგილება მოხდება sms-ის მეშვეობით, როგორც აქამდე.
  • ყველა სახის სასწავლო დაწესებულება იმუშავებს დისტანციურად.
  • დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების უმრავლესობა გადაიდება. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ონკოლოგიურ დაავადებებთან ან როდესაც საჭიროა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.
  • საეკლესიო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა დასაშვებია მაქსიმუმ 65 პროცენტამდე.
  • კერძო ავტომობილებით გადაადგილება შეეძლება მაქსიმუმ სამ ადამიანს, მძღოლის ჩათვლით (გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვები და ავადმყოფები, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ).
  • საცალო ვაჭრობის მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურად, ინტერნეტ-შეკვეთებით (e-shop).
  • სუპერმარკეტებსა და საკვები პროდუქტების მაღაზიებს უფლება აქვთ სამუშაო დღეებში დილის 7 საათიდან საღამოს ცხრის ნახევრამდე იმუშაონ, შაბათს კი – საღამოს ექვსის ნახევრამდე.
  • კვირას იმუშავებენ მხოლოდ საცხობები და საკონდიტრო ნაწარმის მაღაზიები – საღამოს ექვსის ნახევრამდე.
  • დაკეტილი იქნება ესთეტიკის ცენტრები, წიგნის მაღაზიები და რესტორნები.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close