ბერძენი ექიმის მოსაზრება: სრული ლოქდაუნი გარდაუვალია, თუმცა ვირუსის მუტაციის არ უნდა გვეშინოდეს
დღეს, 9 თებერვალს, ბერძნულ მედიაში გავრცელდა ათენის „სოტირიას“ საავადმყოფოს ექიმის, პულმონოლოგ (პულმონოლოგია: მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფილტვების და სასუნთქი გზების დაავადებებს), გიორგოს ხილასის ინტერვიუ, რომელშიც ის ეპიდემიასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამს.
„ვიმყოფებით ვირუსის აღმავალი გავრცელების ბოლო სტადიაზე და აუცილებელია სრული ლოქდაუნი, რომელიც 2 ან 3 კვირა გაგრძელდება; ლოქდაუნი დაეხმარება ვაქცინაციის პროცესს, რომელიც მასობრივად ერთი თვის შემდეგ დაიწყება – მხოლოდ ამ ორი ზომის კომბინაციის შედეგად შეიძლება ნორმალური ცხოვრების პირობების აღდგენა“, – აცხადებს გიორგოს ხილასი.
ექიმის თქმით, ვირუსის მუტაციის არ უნდა გვეშინოდეს. მუტაციის შედეგად ვირუსი თავდაპირველად ხდება უფრო გადამდები, მაგრამ შემდეგ მისი ლეტალობა მკვეთრად მცირდება.
გიორგოს ხილასი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი სეზონური გრიპის სახეს არ მიიღებს, თუმცა ეპიდემიები, როგორც წესი, 3 წელი გრძელდება.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები