პოლიტიკასაბერძნეთი

დღეს საღამოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადებას გააკეთებს

როგორც უკვე გაცნობეთ, დღეს, საბერძნეთის დროით 13 საათსა და 30 წუთზე (თბილისის დროით 15:30) საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა თათბირი გამართა ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

თათბირში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ვასილის კიკილიასი, მოქალაქის დაცვისა და კრიზისების მართვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასი, პროფესორი სოტირის ციოდრასი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (ΕΟΔΥ) ხელმძღვანელი პანაიოტის არკუმენეასი.

ცნობილი ხდება, რომ 19 საათსა და 30 წუთზე (თბილისის დროით 21:30 სთ) პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ათენსა და მთლიანად ატიკის ოლქში 21 თებერვლამდე სრული ლოქდაუნი გამოცხადდება. შესაძლებელია თესალონიკშიც ანალოგიური ზომები მიიღონ. ყოველ შემთხვევაში ეპიდემიოლოგებმა მთავრობას ასეთი სახის რეკომენდაცია მისცეს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close