fbpx
საზოგადოებასაქართველო

მეუფე პეტრე შესაძლოა ეკლესიიდან განკვეთონ – რატომ იკრიბება სინოდი 11 თებერვალს?

„ხუთშაბათს, 11  თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ამ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რა საკითხს განიხილავენ წმ. სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები.

გამოცემის წყაროს თქმით, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხს განიხილავენ.

სავარაუდოდ, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთენ, რის მიზეზადაც იმ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სახელდება, რომელიც 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მის მიმართ გამოიტანეს.

2019 წლის 31 ოქტობერს წმ. სინოდმა განაჩინა, რომ: „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

ნახეთ ვიდეო: ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ 2019 წლის 31 ოქტომბერს გაკეთებული უმძიმესი განცხადება 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close