პოლიტიკასაბერძნეთი

პანდემია: საბერძნეთი ზომებს ამკაცრებს

საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, 6 თებერვლიდან 15 თებერვლამდე „წითელ ზონაში“, ატიკის ოლქთან ერთად, შედის თესალონიკი და ხალკიდიკი.

აღნიშნულ რეგიონებში ძალაშია შემდეგი შეზღუდვები:

1. შაბათ-კვირას გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით, დილის 5 საათიდან საღამოს 6 საათამდე;

2. ლიცეუმებში (მე-9-მე-12 კლასები) სწავლა გაგრძელდება მხოლოდ დისტანციურად. დაწყებით (დიმოტიკო) და საშუალო (გიმნაზია) სასწავლო დაწესებულებაში სწავლა გაგრძელდება ჩვეულებრივად;

3. საცალო ვაჭრობის დაწესებულებები იმუშავებენ სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი), დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე. შაბათ-კვირას აღნიშნული ტიპის სავაჭრო დაწესებულებები დაკეტილი იქნება;

4. შაბათს იმუშავებენ მხოლოდ: სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, პურის საცხობები და პროდუქტების მაღაზიები – დილის 7 საათიდან საღამოს 5 საათამდე;

5. შაბათ-კვირას იკრძალება ბაზრობების მუშაობა. აღნიშნული ზომა ძალაშია მომავალი შაბათ-კვირიდან (13-14 თებერვალი).

აღსანიშნავია, რომ ახალი შეზღუდვები არ ეხება სალოცავ დაწესებულებებს, ეკლესიები ძველებურად გაგრძელებენ ფუნქციონირებას.

დღეს საღამოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული მონაცემებით, გასულ 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 1172 ახალი შემთხვევა დადასტურდა (სულ – 162107), გარდაიცვალა 19 პაციენტი (მთლიანობაში – 5922); აქტიური შემთხვევების რიცხვი ამ დროისთვის 10108-ია, მათგან კრიტიკულად მძიმეა 246 პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close