მსოფლიოკრიმინალი

მძარცველი, რომელმაც 2016 წელს კიმ კარდაშიანი გაქურდა, გახმაურებულ საქმეზე წიგნს უშვებს

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. 5 წლის წინათ, პარიზის მოდის კვირეულზე, კიმ კარდაშიან-ვესტი გაძარცვეს. დამნაშავეებმა 9 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები წაიღეს.

როგორც კიმის მონაყოლიდან გაირკვა, საკუთარ აპარტამენტში შეიარაღებული პირები მაშინ შეუცვივდნენ, როდესაც მისი პირადი დაცვა, კენდალ ჯენერთან და კრის ჯენერთან ერთად, სახლიდან გასული იყო. კარდაშიანმა კოშმარულ ღამეზე რამდენჯერმე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძარცველებმა ძალის და იარაღის გამოყენებით საწოლზე დააგდეს. ვარსკვლავის თქმით, მას ეგონა, რომ გააუპატიურებდნენ და შემდეგ მოკლავდნენ.

ძარცვაში მონაწილეობის ბრალდებით თავიდან 17 პირი დააკავეს. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ კარდაშიანის წინააღმდეგ ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე 5 ადამიანი იყო. მათ შორის Yunice Abbas-ი, ფრანგი კრიმინალი, რომელმაც ციხე გასულ წელს დატოვა. Yunice Abbas-ის როლი კიმის ძარცვაში კიბეზე დგომა და გარემოს კონტროლი იყო, რათა კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებისათვის, რომლებიც კარდაშიანს ოთახში იარაღით შეუცვივდნენ, შეეტყობინებინა ნებისმიერი მოახლოებული საფრთხის შესახებ. აქვე უნდა ითქვას, რომ მაშინ, Yunice Abbas-მა არ იცოდა, ვინ იყო კიმ კარდაშიანი და მისი „სელებრითული სტატუსის“ შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მეორე დღეს, ყველა ჟურნალი და ტელევიზია კიმის ძარცვის საქმეს აშუქებდა.

ამ ყველაფრის შესახებ ცნობილი გახდა ახალი წიგნიდან, რომელიც ფრანგმა კრიმინალმა ჟურნალისტ Thierry Niemen-თან ერთად დაწერა. წიგნში, სახელწოდებით „J’ai séquestré Kim Kardashian“, დამნაშავე დეტალურად აღწერს, თუ რა მოხდა 2016 წლის 2 ოქტომბერს პარიზში. წიგნის შესახებ Yunice Abbas-სთან ცნობილმა ჟურნალმა Le Figaro-მ ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მძარცველი აღიარებს, რომ მას დნმ-ის ამომცნობი ახალი ტექნიკის გამოყენებით მიაგნეს, რომლის შესახებაც მანამდე ინფორმაცია არ ჰქონდა.

fashionholicsonline.com

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close