მოდა/სილამაზე

ილონ მასკის დედამ, ცნობილმა მოდელმა, ანუკი არეშიძის კაბა მოიხდინა

კომპანიების – Tesla Motor-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლის, მილიარდერ ილონ მასკის დედა – 72 წლის მეი მასკი ცნობილი მოდელი და დიეტოლოგია. კანადელ-სამხრეთაფრიკელი მოდელის ფოტოები 50 წლის განმავლობაში პრესტიჟულ გამოცემებში, მათ შორის, Time-ში იბეჭდებოდა.

მეი მასკს 3 წიგნი აქვს გამოცემული, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მისი ბოლო, ავტობიგრაფიული წიგნი, “A Woman Makes a Plan” („ქალი გეგმებს აწყობს“) 2019 წლის 31 დეკემბერს გამოიცა. 2020 წლის დასწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეი მასკს თავისი წიგნის ქართულად გამოცემა სურს და გამომცემლობას ეძებს.

ორიოდე დღის დღის წინ კი მეი მასკი ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი კაბით გამოჩნდა. ფოტო მან თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Maye Musk (@mayemusk)

როგორც ფოტოზე ჩანს, ულამაზესმა ქალბატონმა მშვენივრად მოიხდინა დახვეწილი ვარდისფერი კაბა ანუკი არეშიძის ერთ-ერთი კოლექციიდან.

ფოტო ანუკი არეშიძემ თავის ფეისბუქზეც გააზიარა.

მეი მასკი ანუკის კაბით🤩❤️

Posted by Anouki Areshidze on ოთხშაბათი, 03 თებერვალი, 2021

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close