კრიმინალისაქართველო

თბილისში ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეჭრილი პირები თანამშრომლებმა პოლიციის მისვლამდე დააკავეს

დღეს დილით თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი პირი შეიჭრა და დაყაჩაღება სცადა. მაღაზიის მენეჯერმა თავდამსხმელების დაკავება და ფულის დაბრუნება შეძლო.

„შემოვიდა ორი პირი. ერთს დანა ჰქონია და მეორეს იარაღი. წაურთმევია ჩვენს მენეჯერს იარაღები და აღებული თანხაც“, – ამბობს მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით იძიებს. სისხლის სამართლის 179-ე მუხლით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ამავე კოდექსის 236-ე მუხლით კი, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ისჯება სამიდან ექვს წლამდე ვადით.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close