fbpx
მოგზაურობასაქართველო

თურქეთიდანაც შეძლებენ ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას „პისიარ“-ტესტის ნეგატიური პასუხით

ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც „პისიარ“-ტესტით საქართველოში შემოდის ვიზიტორი, თურქეთის რესპუბლიკა ემატება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც „პისიარ“-ტესტით შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი, და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით. ანუ „პისიარ“-ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში „პისიარ“-ტესტის ჩატარებით. ეს არის კარგი, დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ისე ტურიზმისთვის, რადგან ყოველთვის ტურისტების წყარო იყო ჩვენი მეზობელი ქვეყანა და, ასევე, საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან“, – აღნიშნა თურნავამ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close