newsსაქართველო

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი 31 მარტს გათავისუფლდება

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი 31 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. მან 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

რაც შეეხება  მის დას, მაია რჩეულიშვილს, მას სასჯელის სრულად მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი, თუმცა მოსალოდნელია, რომ ვადამდე გათავისუფლდეს.

მაია რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. მას ამნისტიაც შეეხო, თუმცა ამნისტიით მისი გათავისუფლება მხოლოდ დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს – მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს პატიმრობა სასამართლომ თაღლითობისა და თანხების მითვისების ბრალდებით მიუსაჯა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close