საქართველოსპორტი

პატარა ჩემპიონის 9 მედალი, 30 სიგელი და 4 თასი ჭადრაკში – გაიცანით ბარბარე შონია (ვიდეო)

ბორჯომელი მეორე კლასელი ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონია. გოგონა ჭადრაკს სამი წლიდან თამაშობს.

„სამი წლის რომ გავხდი, მეორე დღეს ჭადრაკის ფიგურების დალაგება დავიწყე. შემდეგ ნელ-ნელა თამაშიც ვისწავლე. მომწონს, როცა პოზიციაში ვიგებ, მაგრამ როცა ვაგებ, ცოტა გაბრაზებული ვარ და ვცდილობ, თამაში შემოვატრიალო. თამაში მამასთან ერთად მიყვარს, რადგან ის მიხსნის, თუ როგორ შეიძლება ორ ან სამ სვლაში გავაკეთო შამათი“.

შონიების ოჯახში ჭადრაკს ყველა თამაშობს. ჩემპიონი ინდური გამოგონებით მამამ და პაპამ დააინტერესა.

პირველი წარმატება „ნონა გაფრინდაშვილის“ სახელობის ტურნირზე მოიპოვა, სადაც თამაში მასზე უფროსი ასაკის ბავშვებთან მოუწია.

tv9news.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close