საქართველო

თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი „ამაზონზე“

საქართველოს ორი უძლიერესი მეფე – თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი „ამაზონზე“ „მოხვდნენ“.

თინათინ მჭედლიშვილისა და ირაკლი ბერიძის ავტორობით გამოცემული წიგნი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ინტერნეტპორტალზე 21 იანვარს განთავსდა.

კრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მომზადდა და მასში საქართველოს ამ ორი უძლიერესი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდებია გაერთიანებული.

გამოცემაში შეტანილია დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ და რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები. ასევე დავით აღმაშენებლისა და მისი შვილთაშვილის – თამარ მეფის მმართველობის  „ოქროს ხანად“ წოდებული ეპოქის საინტერესო ეტაპები.

ქართველი მეფეების შესახებ გამოცემული წიგნი ამაზონზე 8 დოლარად იყიდება.

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close