fbpx
პაატა სიმსივეს ბლოგი

„ძალიან ვამაყობ, რომ ამ ადამიანს ვიცნობ“ – პაატა სიმსივე სტრასბურგის სასამართლოს ბერძენ მოსამართლეზე

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის დკმაყოფილებასთან დაკავშირებით ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და ბერძენ მოსამართლეზე წერს, რომელსაც პირადად იცნობს და რომელიც ამ გადაწყვეტილების მომხრეთა „ავანგარდშია“.

„2008 წელს გავიცანი. მის ლექციაზე მე და ჩემი რამდენიმე თანაკურსელი დაგვიანებული შევედით. არაფერი უთქვამს, უბრალოდ, საუბარი შეწყვიტა, სანამ დავსხდებოდით…

საერთაშორისო ორგანიზაციებზე გვიკითხავდა ლექციას. მას შემდეგ დავახლოვდით. ძალიან მეგობრული და უშუალო ადამიანია. როცა გადაწყვიტა, უნივერსიტეტიდან წასულიყო, ყველას გული დაგვწყდა. ქუჩაში შემხვდა. ძალიან გახარებული ჩანდა. რატომ მიდიხართ-მეთქი, ვკითხე. მომდევნო 9 წელი უნდა ვიმუშაო საბერძნეთის სახელით ერთ-ერთ ევროპულ ქალაქშიო, დაამატა, ბავშვები ფრანგულს ბრწყინვალედ დაეუფლებიანო – გამოცანად მითხრა, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ინიშნებოდა.

მეგონა, რადგან მოსამართლე გახდა, მიუწვდომელი იქნებოდა. არადა, მას შემდეგ უამრავჯერ ვნახე. ხშირად ჩამოდის და ესწრება სხვადასხვა სემინარს. არ დაუკარგავს არავისთან კონტაქტი. როგორიც იყო, ისეთი დარჩა. რაც მთავარია, მას არ დაუკარგავს ადამიანის უზენაესი ღირსება – სამართლიანობა.

დღეს უბედნიერესი დღეა ჩემთვის, რადგან სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ყველა ნაწილში დააკმაყოფილა. და, რაც ყველაზე მთავარია, ამ გადაწყვეტილების მომხრეთა ავანგარდში არის Λίνος-Αλέξανδρος Σισιλιάνος, ან უბრალოდ სისილიანოს, უაღრესად განათლებული, სამართლიანი და საამაყო საჯარო მოღვაწე. ძალიან ვამაყობ, რომ ამ ადამიანს ვიცნობ.

საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა დღევანდელი გადაწყვეტილება, რასაც თითოეულ თქვენგანს გილოცავთ“, – წერს პაატა სიმსივე.

Λίνος-Αλέξανδρος Σισιλιάνος
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close