საზოგადოება

„დაზუსტებით ვიცი, რომ დავიბადე გურჯაანის საავადმყოფოში…“ – 23 წლის მარიამ ჩარკვიანი დედას ეძებს

23 წლის მარიამ ჩარკვიანი დედას ეძებს. იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ დედამისი – ნათია სომხიშვილი/მღვდლიშვილი დაახლოებით 40-41 წლისაა. თავად მარიამი 1997 წლის 14 ივლისს დაიბადა.

მარიამ ჩარკვიანს „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა და ამ საკითხზე გაესაუბრა. მისი თქმით, 2016 წლიდან ცდილობს, დედას ხმა მიაწვდინოს და სჯერა, რომ დედა თუ სადმე ნახავს მის განცხადებას, მოძებნის და ერთმანეთს შეხვდებიან.

„დაზუსტებით ვიცი, რომ დავიბადე გურჯაანის საავადმყოფოში, 1997 წლის 14 ივლისს. ეს ზუსტი დაბადების თარიღია, ე.წ. „ბირკაზე“, რაც ჩვილებს უკეთიათ, იქ ეწერა ეს ყველაფერი. ეწერა დავითის ასული, სავარაუდოდ, მამასი. დედა სადღაც 16-17 წლის ყოფილა და, როგორც მე გადმოცემით ვიცი, ოჯახი ძალით ათხოვებდაო, სამშობიაროში დავუტოვებივარ და გამზრდელ დედას ექთნისგან წამოვუყვანივარ. ეს ყველაფერი ჩემმა ნათლიამ მიამბო, რომელიც გამზრდელ დედას ახლდა, როცა წამომიყვანა, ბიოლოგიური დედის შესახებ არაფერი არ ვიცი, სამწუხაროდ. გავიზარდე თბილისში. გამზრდელი დედა მყავდა მხოლოდ, სხვა ოჯახის წევრი არ მყოლია არასდროს“, – ჰყვება გოგონა.

მარიამი თბილისში გაიზარდა და ახლა უკვე საკუთარი ოჯახიც ჰყავს. იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც ბიოლოგიურ დედას იპოვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close