fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის სენატმა კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა – ხანგრძლივი დებატები მმართველი კოალიციის გამარჯვებით დასრულდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ და მისმა მინისტრებმა ხანგრძლივი და მძიმე დებატების შემდეგ, რომელიც გუშინ, 19 იანვარს დილიდან მიმდინარეობდა სენტში (იტალიის პარლამენტის ზედა პალატა), შეძლეს არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების შენარჩუნება. ექსპერტების მიერ განხილულ სავარაუდო სცენარებში სწორედ ამგვარ ვარიანტს მიიჩნევდნენ ყველაზე რეალისტურდ. ჯუზეპე კონტე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას გააგრძელებს.

მოქმედ მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა 156-მა სენატორმა, 140 წინააღმდეგი წავიდა, 16-მა თავი შეიკავა. ეს ნიშნავს, რომ სენატში კონტეს მთავრობას აბსოლუტური უმრავლესობა არ აქვს (ფორმალური უმრავლესობისთვის 161 ხმა იყო საჭირო).

დებატები, რომელიც დილიდან დაიწყო და გვიან საღამოს დასრულდა, პალაცო მადამადან (Palazzo Madama – იტალიის სენატის რეზიდენცია რომში) პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა.

წინა დღეს, 18 იანვარს კი კონტეს მთავრობამ ნდობის ვოტუმი დეპუტატთა (ქვედა) პალატაში კენჭისყრის შედეგად მიიღო, აბსოლუტური უმრავლესობით.

ძალიან ძნელია ქვეყნის მართვა, როდესაც ვიღაც მუდმივად ცდილობს პოლიტიკური წონასწორობის დარღვევას, რომელიც მმართველი უმრავლესობის მიერ არის მიღწეული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გადამწყვეტი კენჭისყრის წინ თავისი ემოციური გამოსვლისას.  მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პირველხარისხოვანი საკითხების გადაწყვეტაზე იმუშაონ, უადგილო პოლიტიკური დებატებისთვის დროის ხარჯვა უხდებათ.

მატეო სალვინი და სხვა მემარჯვენე ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტ მატარელას მოუწოდებენ, აიძულოს ჯუზეპე კონტე, დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close