fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი საბერძნეთის მთავრობისგან ნათლისღებას ტაძრების გახსნას მოითხოვს

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი საბერძნეთის მთავრობისგან ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრების გახსნას მოითხოვს.

სინოდმა 4 დეკემბრის სხდომაზე მთავრობის განცხადებები განიხილა, რომელიც ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრების დახურვას ეხება. სინოდმა ერთხმად დაადგინა, რომ ტაძრების მუშაობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ზომებს არ ეთანხმება და მოითხოვს, შესრულდეს ის, რაც თავდაპირველად შეთანხმდა ხელისუფლებასთან.

2 იანვარს საბერძნეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებს 11 იანვრამდე გაამკაცრებს, რათა სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას. 3 იანვრიდან ტაძრები დახურულია მომლოცველთათვის და, შესაბამისად, ვერ მოხდება წყლის კურთხევა ნათლისღების დღესასწაულზე, რომელსაც საბერძნეთის ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 140 099 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4957 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close