ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია – პრემიების გადაცემა უჩვეულოდ წარიმართა (ვიდეო)
ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-18 დაჯილდოების „ცერემონია“ წელს ძალიან უჩვეულოდ წარიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო.
გამარჯვებულები 9 ნომინაციაში გამოვლინდნენ:
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ“.
საუკეთესო პიესა – ალექს ჩიღვინაძე, „მარინა რევია“.
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – რამაზ ჭილაია, „პოეტიკური ჩანაწერები“.
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ელზა ახვლედიანი, „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე“ (მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი).
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – შორენა ლევანიძე, „თუ საჭიროა გათქმევინებთ“.
საუკეთესო პროზაული კრებული – მამუკა დოლიძე, „გასეირნება დროთა სივრცეში“.
საუკეთესო პოეტური კრებული – დაჯილდოვდა ორი პოეტი – ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი 3“ და ბესიკ ხარანაული, „დიდი სმა“.
საუკეთესო რომანი – ბესო სოლომანაშვილი, “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დახვრეტილებისა”
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია გადაეცა პოეტ ბათუ დანელიას.
კომენტარები