კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 დეკემბერი – 3 იანვარი
სანამ ჰოროსკოპს გაეცნობით, ერთ ინფორმაციას მოგაწვდით – გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ჰოროსკოპი ყველაზე ზუსტია ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ტიპური წარმომადგენლებისთვის. ზოდიაქოს ნიშნის ტიპური წარმომადგენლები კი, ასტროლოგების განმარტებით, მზის ამოსვლისას იბადებიან.
28-29 დეკემბერს მზარდი მთვარის პერიოდია, 30 დეკემბერს – სავსემთვარეობა, 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრის ჩათვლით კი – კლებადი მთვარე. კვირის პირველ ნახევარში გაიზრდება აქტიურობა პირად ურთიერთობებში. ეს დრო ბევრს ახალი ნაცნობობის და არსებული ურთიერთობების ტრანსფორმირების საშუალებას მისცემს. წყვილებს შორის სიმპათიები კიდევ უფრო გამტკიცდება.
კვირის პირველ ნახევარში არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პირად ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ახალ ნაცნობებს ეხება. არსებულ ურთიერთობებში კი მნიშვნელოვანია, რომ გრძნობები არ გაცივდეს, რადგან ამან ზოგ შემთხვევაში ურთიერთობის გაწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. პირიქით, ურთიერთობის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. ნუ უგულებელყოფთ სხვების რჩევებს კვირის პირველი ნახევრის განმავლობაში – ეს საშუალებას მოგცემთ იპოვოთ ახალი გადაწყვეტილებები ან გაგიჩნდეთ ახალი იდეები.
კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. შესაძლებელია გამოჩნდეს შემოქმედებისა და თვითგანვითარების, საკუთარი შესაძლებლობების გამჟღავნების ძალიან ფართო შესაძლებლობები.
ამ კვირაში მაქსიმალურად ენერგიული და აქტიური იქნებით. რაიმეს შექმნის სურვილი თქვენში ყოველ წუთს გაიზრდება. არსებობს შანსი და შესაძლებლობა, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ეს შეიძლება იყოს პრემია ან სამსახურში დაწინაურება. ასევე გელოდებათ ახალი ნაცნობობა, რაც დადებით ემოციებსა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
სასიკეთო დღეები: 30, 31.
კურო
ეს პერიოდი შესაფერისია რომანტიკული პაემნისთვის ან მხიარული თავგადასავლებისთვის. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად. სადმე სავახშმოდ წასვლა ან თუნდაც საღამოს გასეირნება დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე. უახლოეს მომავალში შესაძლოა ფინანსური სირთულეები შეგექმნათ.
სასიკეთო დღეები: 29, 1.
ტყუპი
ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ბიზნესმენებისთვის. სწორედ საქმეში ყველაფერი მაქსიმალურად კარგად მიდის. ახალი კონტრაქტების გაფორმება, პერსპექტიული პარტნიორების ძებნა – ეს ყველაფერი ამ პერიოდში წარმატებულია. გარდა ამისა, შეეცადეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადახვიდეთ. ეს ძალიან კარგ გავლენას მოახდეს თქვენს ორგანიზმზე.
სასიკეთო დღეები: 29, 30.
კირჩხიბი
ამ დროისათვის თქვენი ფინანსური მდგომარეობა ისეთი არ არის, როგორზეც უნდა ოცნებობდეთ. გადახედეთ თქვენს ხარჯებს. შეეცადეთ სპონტანურად არაფერი იყიდოთ. ცოტა ხანს დალოდება მოგიწევთ და ეს ფინანსური „ხვრელი“ ამოივსება. სავარაუდოდ, მალე მიიღებთ შემოთავაზებას დამატებითი შემოსავლის შესახებ.
სასიკეთო დღეები: 30, 31.
შეეცადეთ დრო წონასწორობისა და სიმშვიდის პირობებში გაატაროთ. ვარსკვლავები არ ირჩევენ გარსემომყოფებთან ხისტ მოქცევას, რადგან ეს ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევს. დაუთმეთ დრო თქვენს ახლობლებს. ისინი იზრუნებენ თქვენზე და თქვენ სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ.
სასიკეთო დღეები: 28, 3.
ქალწული
ძალიან კონსერვატიული იქნებით ინოვაციების მიმართ ნებისმიერი სფეროში. არ უნდა დაიწყოთ რაიმე ახალი საქმე და არ უნდა დაგეგმოთ მოგზაურობა, განსაკუთრებით სადმე შორს. წინ სასიკეთო ცვლილებები გელით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთმინებას გამოიჩენთ.
სასიკეთო დღეები: 29, 30.
სასწორი
თუ დიდი ხანია გსურთ შეცვალოთ თქვენი საქმიანობის სფერო, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ შემოქმედებით საქმიანობას, ოჯახურ ურთიერთობებში სიმშვიდეა. საქმიანი კავშირები უახლოეს მომავალში ფულად მოგებას მოგიტანთ. თქვენი ინტუიცია და დარწმუნების უნარი სასიკეთოდ აისახება თქვენს ურთიერთობებზე.
სასიკეთო დღეები: 31, 1.
მორიელი
იმ ამოცანების ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებაც მოგიწევთ, იზრდება, მაგრამ არ იჩქაროთ მათი შესრულება. უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ თქვენს მეორე ნახევარს, მოაწყოთ რომანტიკული ვახშამი ან წახვიდეთ სადმე საინტერესო ადგილას, ახლა თქვენს ურთიერთობაში ჰარმონია სუფევს. სამსახურს, პროფესიულ საქმიანობას კი ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდით.
სასიკეთო დღეები: 28, 31.
მშვილდოსანი
თავისუფლად დაუთმეთ ეს დრო სიყვარულს, ოჯახს, ახალ ნაცნობებს, რასაც სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა მოჰყვება. წარმატება გელოდებათ ფინანსურ სფეროშიც, სავარაუდოა დიდი მოგება, ხელსაყრელი ბიზნესგარიგება ან ძალიან პერსპექტიული წინადადება.
სასიკეთო დღეები: 28, 31.
მსუბუქმა ფლირტმა შეიძლება ყველაზე მოულოდნელი შედეგები მოიტანოს. მაგრამ თქვენ ნამდვილი სიყვარული გჭირდებათ და არა – წარმავალი რომანი. ყოველთვის მზად ხართ ახალი ურთიერთობებისთვის, მაგრამ პარტნიორს არ აიდიალებთ. არ იჩქაროთ, გული გაუხსნათ ვინმეს, ცოტა მოიცადეთ.
სასიკეთო დღეები: 29, 31.
სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში რთული საკითხი მოაგვაროთ. შინაგანი გულისთქმა და მოტივაცია დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით წახვიდეთ თქვენი მიზნების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დაკავდეთ იოგათი და მედიტაციით, ისინი პოზიტიური ენერგიით აგავსებენ.
სასიკეთო დღეები: 29, 1.
მწიფდება საქმიანი წინადადება ხელმძღვანელობისადმი. ახლა ის დროა, რომ უფროსობას მიმართოთ, მათ მოეწონებათ თქვენი იდეა. მიიღეთ ახალი სამუშაო ან დაიწყეთ ურთიერთობა ახალ პარტნიორებთან. პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით მიანიჭეთ, თუ რომელი მიზნებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რეალისტური.
სასიკეთო დღეები: 30, 31.
თამთა გურული
კომენტარები