საზოგადოებასაქართველო

დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა „მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო“

დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

„შემოქმედის ეპარქიიდან გვაცნობეს, რომ ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება.

ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში.

წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კრების ოქმის თანახმად, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს „მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო“, შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პრაიმტაიმი“ წერს, რომ დეტალების გასარკვევად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. მამა ანდრიამ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ დეკანოზი ბასილი მხილებულია „გარყვნილი შინაარსის მიმოწერაში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close