კინო/ფილმები

გია დანელიას შვილის ბურუსით მოცული სიკვდილი

ლეგენდარულ რეჟისორს გია დანელიას ცხოვრებაში უდიდესი ტკივილი არგუნა განგებამ – მისი შვილი ნიკალაი დანელია 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გია დანელიას ერთადერთი ვაჟი მსახიობმა ლიუბოვ სოკოლოვამ გაუჩინა. ნიკალაი რთული მშობიარობის შედეგად დაიბადა და ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რომ ახალშობილი გადაერჩინათ.

კინოსამყაროს კარი ნიკალაისთვის ადრეული ბავშვობიდან გაიხსნა. მისი დებიუტი შედგა მამის ფილმში „სერიოჟა“ და მან გია დანელიას არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ნიკალაი დანელიამ მამის პროფესია აიჩრია და სარეჟისოროზე ჩააბარა, ორი წლის შემდეგ საბუთები გამოიტანა, თუმცა მოგვიანებით კვლავ რეჟისურას დაუბრუნდა. გარდაცვალებამდე უმცროსმა დანელიამ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მოასწრო.

ნიკალაი ლექსებსაც წერდა – ღრმას, ამოუცნობსა და სევდიანს.

მან ოჯახი ადრე შექმნა და საყვარელმა მეუღლემ ორი გოგონა – მარგარიტა და ალიონა გაუჩინა.

გია დანელიას ერთადერთი ვაჟი 1985 წლის 6 დეკემბერს 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი დღემდე ბურუსით არის მოცული. უმცროსი დანელიას ცხედარი მამისეული სახლის აივანზე აღმოაჩინეს.

ნიკალაის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, თითქოს ის სექტის წევრი იყო, თითქოს მოკლეს და თითქოს აკრძალულ პრეპარატებსაც იღებდა.

უმცროსი დანელიას სიკვდილის მიზეზი წლების შემდეგაც არაა ცნობილი, რადგან მშობლებმა დუმილი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს.

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close