fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალია: დოლომიტებში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა, უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება

იტალიის დოლომიტურ ალპებში (ვენეტო) 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა – ამდენი თოვლი არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაცია ვენეტოს (ადმ. ცენტრი – ვენეცია) გარემოს დაცვის რეგიონულმა სააგენტომ (Arpav) გაავრცელა.

ოქტომბრიდან დღემდე დიდ სიმაღლეზე 3000 მეტრზე მეტი ახალი თოვლი მოვიდა, 1600 მეტრის სიმაღეზე (ზღვის დონიდან)  – 2,4 მეტრზე მეტი, ხოლო ველზე -1,7 მეტრზე მეტი. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება იტალიის მთელ ტერიტორიაზე.

თოვლის ამბავი, სავარაუდოდ, თხილამურებით სრიალის მოყვარულთა ნოსტალგიას გამოიწვევს, რადგან ამ ეტაპზე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის გამო, იტალიაში ვერავინ წავა ზამთრის კურორტებზე ვერც თოვლიანი პეიზაჟებით დასატკბობად და ვერც თხილამურებით სასრიალოდ  – სამთო-სათხილამურო კურორტები ქვეყანაში ჯერჯერობით ისევ დაკეტილია, სულ ცოტა, 7 იანვრამდე.

თოვა დღესაც და ხვალაც გაგრძელდება, ამინდი მთელ ქვეყანაში გაუარესდება. სამოქალაქო დაცვის სამსახურმა საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა 11 რეგიონში. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია თოვა, წვიმა, ძლიერი ქარი და შტორმი „ჩრდილოტლანტიკური ციკლონის გამო, რომელიც იტალიას უახლოვდება და თანდათან იწვევს ამინდის გაუარესებას ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close